LEONOR GREYL ცხიმიანი სკალპისთვის განკუთვნილი სპრეი ჩამობანის გარეშე
ისტორია
1990 წელს ჟან-მარი გრეილმა შექმნა Tonique Vegétal, სპრეი, რომელიც ცხიმიან სკალპს მთელი დღის განმავლობაში არეგულირებს. ჩამობანის გარეშე გასაჩერებელი ტონიკის იდეა ბუნებრივ ხსნარში გაცოცხლდა. სალბითა და შვიტა ბალახით, ალკოჰოლის გარეშე დამზადებულმა ფორმულამ, მალევე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა. სპრეის პრაქტიკული შემადგენლობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხიმიან სკალპს კანის ცხიმის გამომუშავების შეზღუდვით. დამატებითი სარგებელი: ანიჭებს თმას მასასა და მოცულობას ფენის აღმდგენ-წარმომქნელი თვისებებით
სასარგებლო თვისებები
•ავსებს და ამთელებს თმის ძირებს
•წმენდს ცხიმიან სკალპს
•არ ამძიმებს თმას
•ხელს უწყობს ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნებას
გამოყენების წესები
•წაისვით სუფთა, პირსახოცით გამშრალ თმაზე
•შეისხურეთ სკალპზე ნაწილ-ნაწილ, განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება ცხიმიან ზონებზე შუბლისა და საფეთქელის მიდამოებში
•არ ჩამოიბანოთ
პროფესიონალური რჩევა
•პირველ რიგში გაიშრეთ თმის ძირები, რათა პროდუქტი არ მოხვდეს თმის შუა ნაწილსა და ბოლოებზე, რაც ვარცხნილობის კეთებას უფრო გაართულებს
•მაქსიმალური შედეგისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი თმისა და მშრალი ძირების შამპუნთან, Shampooing TS-თან ერთად
მოცულობა: 150 მლ