DEPOT 312 ნახშირის პასტისებური ცვილი ძლიერი ფიქსაციით
ნახშირის პასტისებური ცვილი ძლიერი ფიქსაციით. პასტისებური ცვილი ვარცხნილობისთვის, რომელიც თავისი მოქნილი და კრემისებური კონსისტენციის წყალობით, მარტივად გამოსაყენებელია თმაზე, აუმჯობესებს მის სტუქტურას, სისქეს და ანიჭებს ხანგრძლივ ფიქსაციას.
ფიქსატორი ცვილები და პოლიმერები - ცვილის ძლიერი ფიქსაციისა და სტრუქტურის აღმდგენი ეფექტი - ეს მაღალეფექტური და დამცავი ფუნქციის მქონე ნივთიერებების მიქსის შედეგია. მასში შემავალი ინგრედიენტები გარს ერტყმიან თმის ღერს, წარმოქმნიან გარსს და ხელს უწყობენ პროდუქტის კიდევ უფრო ეფექტურად მოქმედებას.
ნახშირის ფხვნილი - ნაკლებ პრიალა, მატე ეფექტისთვის.
მზესუმზირის ზეთი - დამარბილებელი, მკვებავი და დამცავი მოქმედებით. მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით, ოლეინის მჟავითა და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ომეგა 3 და 6-ით. ვიტამინ E-ს დიდი შემცველობის წყალობით, ებრძვის უჯრედის კედლის დაზიანების - ოქსიდაციის პროცესს და ხელს უშლის კანის დაბერებას.
შავი ჩაის ექსტრაქტი - ბუნებრივი დამატენიანებელი და ანტიოქსიდანტი.
ვიტამინი E-ს დევირატი - გამოირჩევა ანტიოქსიდანტური და თავისუფალ რადიკალებთან საბრძოლველი თვისებებით.
UV ფილტრი - იცავს თმას ულტრაიისფერი სხივებისაგან გამოწვეული გახუნებისა და გამოშრობისგან.
გადაინაწილეთ ზომიერი რაოდენობა ხელებზე. შეიზილეთ სველ ან მშრალ თმაზე.
მოცულობა: 75 მლ