LEONOR GREYL დამატენიანებელი შამპუნი გრძელი, მშრალი ან აბურდული თმისთვის
ისტორია
1997 წელს, თავისივე ბაღში მჯდომმა ჟან-მარი გრეილმა, შენიშნა, რომ მისი ბამბუკის ფესვები ჰორიზონტალურად იზრდებოდა და მეზობელი მცენარეების ტერიტორიასაც იკავებდა. უფრო კარგად რომ დააკვირდა, მიხვდა, რამდენად გამძლე და სწრაფად მზარდი იყო ეს მცენარე. მან გადაწყვიტა, ბამბუკის ყლორტების ექსტრაქტი შეეტანა დამატენიანებელ შამპუნში, რომელიც გრძელ თმას აღადგენდა. სწორედ ეს შამპუნი გახდა პირველი პროდუქტი, რომელიც გრძელი თმის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა და მალევე თმის მოვლის შეუცვლელ საშუალებად იქცა.
სასარგებლო თვისებები
•ატენიანებს და არბილებს თმას
•აადვილებს ვარცხნილობის კეთებას
•ანიჭებს თმას სირბილესა და ბზინვარებას •აღარ ხდის საჭიროს კონდიციონერის მოხმარებას
გამოყენების წესები
•კარგად დაისველეთ თმა
•გადაინაწილეთ შამპუნი ხელის გულებზე
•დაიდეთ სკალპზე და შეიზილეთ, თანდათან დაამატეთ მცირე რაოდენობით წყალი, რათა ნაზი ქაფი წარმოიქმნას
•საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ
პროფესიონალური რჩევა
•თუ თმის კვირაში ერთხელ დაბანას ამჯობინებთ, საჭიროა პროდუქტის ორჯერ თანმიმდევრობით გამოყენება მტვრის, გამონაბოლქვის, მშრალი შამპუნების ან თმის მოვლის სხვა საშუალებებისაგან დარჩენილი მასის სათანადოდ მოსაშორებლად
•იდეალური შამპუნი ყოველდღიური გამოყენებისთვის და ქლორისა და მარილის მოსაშორებლად
მოცულობა: 200 მლ
- View all options as list
კოდი | მლ | მარაგი | ფასი | ||
---|---|---|---|---|---|
3450870020184
|
გაყიდვაშია
|
129 ₾ | |||
3450870021181
|
არ არის გაყიდვაში
|
55 ₾ |