LEONOR GREYL სკალპისა და თმის გამწმენდი, დამამშვიდებელი კრემი მშრალი, შეღებილი თმისთვის

ისტორია

1970-იანი წლების დასაწყისში ლეონორი ხშირად ხედავდა კლიენტებს იმ პერიოდის თმის პროცედურებითა და საღებავებისგან დასუსტებულ-დაზიანებული თავის კანით. მეუღლის ამ დაკვირვების საფუძველზე, ჟან-მარი გრეილმა მუშაობა დაიწყო პროდუქტზე, რომელიც დაამშვიდებდა სკალპს ულტრა დამატენიანებელი, ბუნებრივი ექსტრაქტებისა და ძალიან ნაზი გამწმენდი ნივთიერებების დახმარებით. “Low-Poo” (სულფატებისა და გამაღიზიანებელი ნივთიერებებისგან თავისუფალი) პროდუქციის პიონერი, Crème aux Fleurs, 1973 წელს დაიბადა და ბრენდის ერთ-ერთი საფირმო პროდუქტთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით, თმის მოვლის პროტოკოლებში ხშირად გამოყენებადი საშუალებაც გახდა. ფერის დასმისა და შეღებვის შემდეგ თმის დამარბილებელი თვისებების წყალობით, მან სტილისტებისა და ქოლორისტების გულიც სწრაფად მოიგო.

THE +

•უნიკალური "ყველაფერი ერთში" თმის მოვლის საშუალება
•ანაცვლებს შამპუნს

სასარგებლო თვისებები

•მყისიერად მატებს სირბილესა და ბზინვარებას
•ანეიტრალებს სკალპის მგრძნობელობასა და ქავილის შეგრძნებას
•არბილებს სკალპს შეღებვის შემდეგ
•აფიქსირებს ფერს

გამოყენების წესები

•ჩაასხით კრემის 5 კოვზი ჯამში
•მოქმედების გასააქტიურებლად კარგად აურიეთ მასა ფუნჯის გამოყენებით ერთი წუთის განმავლობაში
•წაისვით მშრალ სკალპზე, ნაწილ-ნაწილ, ფუნჯის საშუალებით. თხელი თმის შემთხვევაში მასა მხოლოდ თმის ძირებზე დაიდეთ, სქელი ან დაზიანებული თმის შემთხვევაში კი მთელ სიგრძეზე
•ნაზად შეიზილეთ სკალპზე და გაიჩერეთ 10-20 წუთის განმავლობაში
•ჩამობანამდე კიდევ ერთხელ წაისვით მცირე რაოდენობით პროდუქტი და აურიეთ ცოტაოდენ წყალთან
•როდესაც თხელი ქაფი წარმოიქმნება, კარგად ჩამოიბანეთ

პროფესიონალური რჩევა

•გამოშრობისა და გაღიზიანების საწინააღმდეგო ეფექტისთვის, პირდაპირ შეურიეთ მასა საღებავს
•შესაძლებელია მისი წასმა შეღებვის შემდეგ პირსახოცით გამშრალ თმაზე, რათა დაამშვიდოს თავის კანი და დააფიქსიროს ფერი •ღრმა კონდიცირებისთვის, წაისვით L’Huile de Leonor Greyl თმის მთელ სიგრძესა ან ბოლოებზე საღებავის წასმამდე
•სკალპის დეტოქსიკაციისა და დამშვიდებისთვის, წაისვით Huile Apaisante შამპუნის გამოყენებამდე, შემდეგ კი აურიეთ Crème aux Fleurs Bain Traitant à la Propolis -თან, 50/50-ზე პროპორციით

მოცულობა: 200 მლ





BRAND:
LEONOR GREYL
3450870020122
95 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები