MOROCCANOIL მშრალი სკალპის შრატი
დაამშვიდეთ, დაატენიანეთ და გაასუფთავეთ გამომშრალი სკალპი მშრალი სკალპის სამკურნალო საშუალებით. ეს ხუთ წუთში გამოყენებადი, სკალპის წინასწარ გამწმენდი საშუალება გაჟღენთილია ბუნებრივი ინგრედიენტებისა და ეთერზეთების ეფექტური ნაზავით და მყისიერად შველის სკალპის სიმშრალეს, ქერტლსა თუ ქავილს. მასში შემავალი სალიცილის მჟავა ამცირებს ქერტლს, ნემსიწვერას ზეთი ამშვიდებს კანს, არგანის ზეთი კვებავს სკალპს, ხოლო E ვიტამინი ხელს უწყობს დაზიანებული თმის გამოცოცხლებასა და აღდგენას. მათი კომბინაცია ატენიანებს სკალპს და იცავს მას შესაძლო გამონაყარისა და დაბინძურებისგან. შედეგად, სკალპი ხდება უფრო ჯანსაღი, ხოლო თმა უფრო სავსე და ბზინვარე. პროდუქტი გამოირჩევა ლავანდისა და გერანიუმის მიქსის ბუნებრივი და დამამშვიდებელი არომატით.
50 რესპოდენტზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, პროდუქტის გამოყენებიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ:
96%-მა აღნიშნა, რომ მათი სკალპი უფრო დამშვიდდა.
94%-მა აღნიშნა, რომ სკალპზე ქავილის შეგრძნება შემცირდა.
94%-მა აღნიშნა, რომ მათი სკალპი დატენიანდა.
94%-მა აღნიშნა, რომ სკალპის ზოგადი მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდა.
90%-მა აღნიშნა, რომ პროდუქტმა ისინი ქერტლისგან გაათავისუფლა.
*დაფუძნებულია მომხმარებელთა გამოცდილების კვლევის მყისიერ შედეგებზე.
კარგად შეანჯღრიეთ. გაყავით თმა სექციებად, თითოეულ სექციაზე პროდუქტის 3-6 წვეთი წაისვით და ნაზად შეიზილეთ სკალპზე. გაიჩერეთ 5-10 წუთით. ჩამოივარცხნეთ და ჩამოიბანეთ. თმა დაიბანეთ და გამოიყენეთ თმის კონდიციონერი.