MOROCCANOIL ცხიმიანი სკალპის შრატი

გაასუფთავეთ, გააცოცხლეთ და აღიდგინეთ ბალანსი ცხიმიან სკალპზე ცხიმიანი სკალპის მოვლის საშუალებით. ეს ხუთ წუთში გამოყენებადი, თავის კანის წინასწარ გამწმენდი საშუალება გაჟღენთილია ბუნებრივი ინგრედიენტებისა და ეთერზეთების ეფექტური ნაზავით. მასში შედის: ჯანჯაფილის ფესვის, ლავანდისა და არგანის ზეთი, რაც ხელს უწყობს დაბინძურებული სკალპის გაწმენდასა და დეტოქსს. ამასთან, ის შეიცავს ბიოტინის პეპტიდების, რომლებიც უზრუნველყოფენ სკალპის სტიმულაციას. ის ეხმარება თქვენს სკალპს ზეთის, ოფლისა და ზედმეტი დაგროვებების მოშორებაში და იცავს მას შესაძლო გამონაყარისა და დაბინძურებისგან. ანიჭებს თმას დაბალანსებულ, ჯანსაღ იერსა და ბზინვარებას. აქვს ჯანჯაფილის ფესვისა და ლავანდის მიქსის ბუნებრივი და დამამშვიდებელი არომატი.

 

50 რესპოდენტზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, პროდუქტის გამოყენებიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ:

96%-მა აღნიშნა, რომ მათი თმა ნაკლებად იყო დამძიმებული ცხიმით, ზეთითა და ნარჩენებით.

94%-მა აღნიშნა, რომ ნაკლებად ჰქონდათ ცხიმიანი შეგრძნება სკალპზე.

92%-მა აღნიშნა, რომ მათი სკალპი დროთა განმავლობაში უფრო დამშვიდდა.

90%-მა აღნიშნა, რომ მათი სკალპი ღრმად გაიწმინდა.

88%-მა აღნიშნა, რომ პროდუქტის გამოყენების შემდეგ სკალპი გამოცოცხლდა.

კარგად შეანჯღრიეთ. გაყავით თმა სექციებად, თითოეულ სექციაზე პროდუქტის 3-6 წვეთი წაისვით და ნაზად შეიზილეთ სკალპზე. გაიჩერეთ 5-10 წუთით. ჩამოივარცხნეთ და ჩამოიბანეთ. თმა დაიბანეთ და გამოიყენეთ თმის კონდიციონერი. 

ბრენდი:
MOROCCANOIL
521172
144 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები