RAUSCH წყალმცენარეების სკალპის მოვლის საშუალება

დანაზოგი 40%

ცხიმიანი თმისთვის.

ასუფთავებს, ამშვიდებს და აახლებს სკალპს. ხსნის სიწითლეს და ქავილს. რბილად ანტისეპტიკური. მწვანე თიხის, ლავის თიხის, მკვებავი ტალახისა და წყალმცენარეებისა და სალბის ზეთის ექსტრაქტების ბუნებრივი აქტიური კომპლექსით.
დეტალები
ცხიმიანი თმის ეფექტური მოვლა.
ცხიმიანი თმა გამოწვეულია ცხიმოვანი ჯირკვლების ზედმეტად აქტიურობით. თმები ძირებთან ახლოს ცხიმიანია და თმა თხელი ჩანს. ჯანსაღი სკალპისთვის და სიახლის ხანგრძლივი შეგრძნებისთვის თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ჩვენი წყალმცენარეების სამკურნალო ხაზი ამშვიდებს და არეგულირებს სკალპს. ის აფერხებს ცხიმის დაგროვებას და მატებს მოცულობას. სუფთა, ჯანსაღი, ლამაზი თმისთვის მთელი დღის განმავლობაში.

ჩვენ გვჯერა, რომ ლამაზი, ჯანსაღი თმა ძირებიდან იწყება. ჩვენი პროდუქცია შეიცავს ბუნებრივ მცენარეულ ნივთიერებებს, რომლებიც მოპოვებულია ჩვენი ნაზი შიდა მეთოდებით. ყვავილებისგან, ფოთლებისგან, ქერქისგან, ფესვებიდან თუ მთლიანი მცენარეებისგან, ჩვენი ყველა მცენარე იზრდება კონტროლირებად პირობებში. მოსავალს იღებენ ხელით, რომელიც შემდგომ  მუშავდება სუფთა ექსტრაქტებად. ამით, ჩვენი პროდუქციის ხანგრძლივი ეფექტურობის  გარანტიას გაძლევთ. შედეგი არის თმის მოვლის ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც იყენებს მცენარეების ძალას თმის გასაუმჯობესებლად ძიებიდან ბოლოებამდე.

ზღვის მცენარეების ხაზის სარგებელი:
• ატენიანებს და ახანგრძლივებს თმის გაცხიმიანებისთვის საჭირო დროს
• ხსნის სიწითლეს და ქავილს
• არეგულირებს ცხიმოვან ჯირკვლებს
• მოცულობისა და სიახლისათვის
გამოყენების წესი:
1) თმის დაბანამდე წაისვით კაკლის ზომის სამკურნალო საშუალება სკალპზე.
2) მიეცით საშუალება იმოქმედოს 10-15 წუთის განმავლობაში.
3) კარგად ჩამოიბანეთ თბილი (არც ისე ცხელი) წყლით.
• გამოიყენეთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ოპტიმალური შედეგისთვის.
• რჩევა: ცხიმიანი თმისთვის მოერიდეთ ზედმეტ დავარცხნას, თავის ინტენსიურ მასაჟს, თმის დაბანას ცხელ წყალში ან ფენით გაშრობას.

შესაფერისია ცხიმიანი თმისთვის
გაღიზიანებული, ცხიმიანი ან ქერცლიანი სკალპისთვის
ცხოველებზე ტესტირების გარეშე
ვეგანური
არ შეიცავს პარაბენს და სილიკონს
ძალიან ნაზად მოქმედებს კანზე
განვითარებული და დამზადებულია შვეიცარიაში
88% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები
95% ბიოდეგრადირებადი
შენიშვნა: შეგიძლიათ შეურიოთ ჩვენი თმის მოვლის ყველა პროდუქტი თქვენი საჭიროებების შესაბამისად.
• ებრძვის ცხიმიან სკალპს. ზღვის მცენარეების SCALP PACK ამცირებს ლიპიდების შემცველობას სკალპზე მხოლოდ ორი კვირის გამოყენების შემდეგ საშუალოდ 27%-ით ზღვის მცენარეების გამწმენდ შამპუნთან ერთად.
• ხელს უშლის ცხიმის ჭარბ დაგროვებას. რეგულარულად გამოყენებისას აფერხებს სკალპზე ცხიმის დაგროვებას.

მოცულობა: 100 მლ



BRAND:
RAUSCH
7621500130931
133 
80 
დანაზოგი: 53 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები