BRITA Aluna white (+2 Maxtra)
Brita Aluna Cool წყლის ფილტრის თეთრი ფერის ჩაიდანი იყენებს Brita Maxtra ფილტრს წყლის გაწმენდისთვის. შეფუთვაში ჩაიდანთან ერთად შედის 2 ცალი Brita Maxtra+ Pure Performance წყლის ფილტრი.
ინფორმაცია პროდუქტზე
Brita ჩაიდანი წყლის ფილტრით Aluna Memo თეთრი
ეს თეთრი ფერის, პრაქტიკული ჩაიდანი წყლის გაფილტრისთვის იყენებს Brita Maxtra+ Pure Performance ფილტრს. შეგიძლიათ მოათავსოთ და შეინახოთ როგორც მაგიდაზე, ისე მაცივრის კარშიც. მისი სრული ტევადობა 2.4 ლიტრს შეადგენს, აქედან გაფილტრული წყლის (ჩაიდნის ქვედა ნაწილის) მოცულობა კი 1.4 ლიტრია. FlowControl ტექნოლოგიის დახმარებით, ჩაიდნის ზედა ნაწილის 1 ლიტრიანი მოცულობა მთლიანად იფილტრება 5 წუთში. პროდუქტს აქვს ერგონომიული სახელური, რომელიც ამარტივებს მის დაჭერას. მოხსნადი თავსახურიდან გამომდინარე, ივსება ადვილად. მასში განთავსებული ციფრული Brita Memo მაჩვენებელი თავადვე შეგატყობინებთ ფილტრის გამოცვლის საუკეთესო დროს.
- Brita Memo - ციფრული მაჩვენებელი, რომელიც შეგახსენებთ ფილტრის გამოცვლის თარიღს.
- ჩაიდანის ავსება შესაძლებელია მარტივად მოსახნელი თავსახურის მეშვეობით.
- უნიკალური Maxtra FlowControl სისტემა უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ფილტრაციას საუკეთესო შედეგის მისაღებად.
- სრული მოცულობა 2.4 ლიტრი.
- გაფილტრული წყლის მოცულობა 1.4 ლიტრი.
- ზომა: 26 x 27.5 x 11 სმ (სიგანე, სიმაღლე, სიღრმე).
- იდეალურია მაცივრის კარში მოსათავსებლად.
- შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში (გარდა თავსახურისა).
- შეფუთვა შეიცავს წყლის მფილტრავ ჩაიდანს და 2 Brita Maxtra+ Pure Performance ფილტრს.
როგორ მუშაობს Brita Maxtra+ Pure Performance ფილტრი?
გაუფილტრავი წყალი შედის ფილტრში არსებულ ხვრელში, მისი თხელი საცერი კი იჭერს დაუმუშავებელ ნაწილაკებს - ორგანულ მინარევებს. მოგვიანებით წყალი უერთდება ფილტრის ნაზავს, რომელიც თავის მხრივ ორ კომოპენტს მოიცავს: 1) იონმიმომცვლელი კანიფოლი, რომელიც ამცირებს წყლის კარბონულ სიმაგრეს და აშორებს მძიმე მეტალებს (ტყვიასა და სპილენძს). 2) აქტივირებული ნახშირი - როდესაც წყალი აქტივირებული ნახშირის მოლეკულებს ეხება, მასში საგრძნობლად მცირდება ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც წყლის სუნსა და გემოზე უარყოფითი გავლენა აქვთ. საუბარია განსაკუთრებით ქლორსა და პესტიციდებზე, რომლებსაც აქტივირებული ნახშირის მიკრონაწილაკთა ფოროვანი ზედაპირი აკავებს. ფილტრის ძირში არსებული დამატებითი თხელი ბადე მაქსიმალურად ამცირებს ნარევის გაფილტრულ წყალთან შერევის შანსს. 1 ლიტრი წყალი დაახლოებით 5 წუთში იფილტრება.
100%-ით ბუნებრივი ტექნოლოგია
Brita Maxtra+ Pure Performance მფილტრავი ტექნოლოგია თავიდან ბოლომდე ბუნებრივ ტექნოლოგიაზე დაფუძნებით მუშაობს. მისი ფორმა დამზადებულია პლასტმასით BPA-ს გარეშე, რომელიც წყალთან მუდმივი შეხებისთვისაა განკუთვნილი. ფილტრის შიგნით არსებული ფილტრის ნარევი - იონმიმომცვლელისა და აქტივირებული ნახშირის მიკრონაწილაკების სახით, ქოქოსის გარსისგანაა მიღებული.
BRITA Maxtra+ Pure Performance ფილტრები
BRITA Maxtra+ Pure Performance წყლის ფილტრები წარმოადგენს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიას წყლის ფილტრის სფეროში. დამზადებულია 50 წელზე მეტხნიანი გამოცდილებისა და ტრადიციის მქონე გერმანული მწარმოებლის მიერ.
Microflow ტექნილოგია უზრუნველყოფს წყლის გასაოცარ გემოს. BRITA Maxtra+ Pure Performance ფილტრების დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ უფრო სუფთა და წმინდა წყალი შეუდარებელი გემოთი. გაფილტრული წყალი არამარტო სასიამოვნოდ ცივია, არამედ იდეალურია ჯანსაღად კვებისა და მზადებისთვისაც. გაუმჯობესებული შემადგენლობისა და სტრუქტურის წყალობით, ფილტრი კიდევ უფრო ეფექტურად აშორებს ყოველგვარ ნაწილაკებს, პესტიციდებს, ჰერბიციდებსა თუ მედიკამენტების ნარჩენებს წყლიდან.