BRITA მიკროფილტრი (3ც)
BRITA MicroDisc თავსდება BRITA-ს მრავალჯერადი გამოყენების წყლის ფილტრის მქონე ბოთლებსა და გრაფინებში. თითოეული MicroDisc იყენებს ActivSelect ტექნოლოგიას, რომელიც წმენდს ონკანის წყალს არასასურველი ნივთიერებებისგან, თუმცაღა უნარჩუნებს ისეთ მნიშვნელოვან მინერალებს, როგორიცაა კალციუმი და მაგნიუმი.
ფილტრი აშორებს ყველაფერს, რასაც შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს წყლის სისუფთავესა და გემოზე. იგი ფილტრავს ლოკალურ ონკანის წყალს, რომელსაც ბოთლების ასავსებად ან ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებთ.
- ამცირებს ქლორს, გემოს დამაზიანებელ ნივთიერებებს, მეტალებსა და სხვა მინარევებს.
- გამოცვალეთ ფილტრი 150 ლიტრ წყალზე გამოყენების შემდგომ.
- ერგება BRITA-ს ბოთლებსა და გრაფინებს.
რა სასარგებლო თვისებები აქვს BRITA-ს გაფილტრულ წყალს?
BRITA ცნობილია თავისი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით სასმელი წყლის ოპტიმიზაციისა და ფილტრაციის სფეროში უკვე 50 წელზე მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიური ქსელური სამეურნეო წყალი მკაცრად კონტროლდება, ის შეიძლება მაინც შეიცავდეს ქლორს, მეტალებსა და კარბონულ სიმაგრეს (კირის ნადებს), რასაც წყლის გემოს, სუნისა და შეფერილობის გაუარესება შეუძლია. სწორედ ამიტომ, BRITA-ს წყლის ფილტრი გთავაზობთ მარტივ, მაგრამ მაღალეფექტურ გზას გასაოცარი გემოს მქონე წყლით მოსამარაგებლად თქვენი და თქვენი ოჯახისთვის. მისი მიღება ხერხდება შემდეგნაირად:
- ფილტრი ამცირებს ქლორის ზედმეტ, თავისუფალ და შეკავშირებულ მოლეკულებს ასეთების არსებობის შემთხვევაში.
- ამცირებს კარბონულ სიმაგრეს (კალციუმისა და მაგნიუმის იონებს). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ხდის წყალს უფრო რბილს, რაც მნიშვნელოვანია ავსტრალიისა და ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც მძიმე და მაგარი წყალი გვხვდება.
- ამცირებს ისეთ მეტალებს, როგორებიცაა ტყვია და სპილენი, რომლებიც შესაძლოა წყლის შიდა გაყვანილობებში მომატებული რაოდენობით შეგხვდეს (მხოლოდ MAXTRA+ და MAXTRA+ კირის ნადების ფილრტი).
რისგანაა დამზადებული MicroDisc ფილტრი და არის თუ არა ის უსაფრთხო?
MicroDisc ფილტრი დამზადებულია ბუნებრივი, კომპრესირებული და აქტივირებული ქოქოსის გარსის სუფთა მცენარეული ნახშირით. გაუმჯობესებული ფილტრაციისთვის ორივე მხრიდან დაფარულია ხაოიანი ნაჭრით. იქედან გამომდინარე, რომ BRITA-ს ყველა ვაზნა საკვებ ნივთიერებათა დონის ხარისხისაა, მათი შემთხვევით ორგანიზმში მოხვედრა ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.
რა არის MicroDisk ფილტრის სასარგებლო მხარეები?
BRITA-ს კომპაქტური და ძლიერი MicroDisk ფილტრი იყენებს ActiveSelect® ტექნოლოგიას, რომელიც წმენდს წყალს ქლორისა და წყლის გემოს დამაზიანებელი ნივთიერებებისაგან, თუმცაღა უნარჩუნებს ისეთ მნიშვნელოვან და აუცილებელ მინერალებს, როგორიცაა კალციუმი და მაგნიუმი.
რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ MicroDisk ფილტრი?
უკეთესი შედეგისთვის, გამოცვალეთ ფილტრი ყოველ მომდევნო თვეში ან 150 ლიტრი წყლის მოხმარების შემდგომ.
როგორ მოვამზადო MicroDisk ფილტრი გამოსაყენებლად?
გარეცხეთ ფილტრის ორივე მხარე გამდინარი წყლით დაახლოებით 30 წამის განმავლობაში, რათა მოაშოროთ ნახშირის მტვრის ნაწილაკები. ფილტრი მზადაა.
რა არის საუკეთესო გზა BRITA-ს გაფილტრული წყლის შესანახად?
მოათავსეთ BRITA-ს გაფილტრული წყლის დოქი გრილ ადგილას, მაგალითად, მაცივარში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და გამოიყენეთ 1-2 დღის განმავლობაში.
ერგება თუ არა MicroDisk ფილტრი BRITA-ს ყველა წყლის ბოთლს?
MicroDisk ფილტრი ერგება fill&enjoy Active სპორტულ ბოთლს, fill&enjoy Vital წყლის ბოთლებსა და fill&serve Mind გრაფინს.