KITCHEN SHOP ჯადოსნური საწმენდი
Carpa Magica არის პრემიუმ ხარისხის, უნიკალური, ეკო-მეგობრული, მიკრობოჭკოვანი საწმენდი ქსოვილი გამორჩეული მახასიათებლებით, რომლებიც მას უნაკლო და სრულყოფილ წმენდაში ეხმარება.
დაემშვიდობეთ საწმენდ ხსნარებს და შეწვიტეთ ქაღალდის რულონების გამოყენება -განაგრძეთ წმენდა უფრო ჭკვიანურად, იაფად, სწრაფად და ეკოლოგიურად ახალ Carpa Magica-სთან ერთად!
მხოლოდ წყლის დახმარებით, ყოველგვარი სარეცხი საშუალების მოხმარების გარეშე, Carpa Magica წმენდს და ასუფთავებს ნებისმიერი სახის ზედაპირს, იდეალურად აშორებს თითის ანაბეჭდებს, ცხიმის, საპნისა თუ მტვრის ნარჩენებს, რის შედეგადაც იღებთ კრიალა და ბზინვარე სახლს.
რით გამოირჩევა ის სხვა საწმენდი ქსოვილებისგან?
ჩვეულებრივი სველი ან მშრალი საწმენდი ქსოვილებისგან განსხვავებით, Carpa Magica უნიკალური გამწმენდი თვისებებით ხასიათდება. ის:
- ზედმიწევნით ასუფთავებს ზედაპირებს მხოლოდ წყლის საშუალებით, ყოველგვარი ხსნარის გამოყენების გარეშე.
- მისი დახმარებით აღარ გიწევთ სარეცხი საშუალებების მოხმარება (მათ შორის აბრაზიული ან ტოქსიკური საშუალებების)
- არ ჩხაპნის ტელევიზორის ეკრანს, ლეპტოპს, მაცივარს, გაზქურას, ელექტრო ღუმელის ეკრანს, პრიალა ავეჯსა და სხვა ამგვარ ფაქიზ, მარტივად დაზიანებად ზედაპირებს.
- თავიდან გარიდებთ საწმენდ საშუალებებში შემავალი ქიმიკატებისგან გამოწვეულ ალერგიას.
- არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, არის ჰიპოალერგიული და არატოქსიკური. რეკომენდებულია გამოყენება მათთვისაც, ვინც საწმენდი საშუალებების ქიმიური შემცველობის მიმართ მგრძნობიარე ან ალერგიულია.
- არ ტოვებს კვალს და ნარჩენებს, აქვს დამატებით თხელი ტექსტურა, რომელიც ასუფთავებს და შთანთქავს ცხიმს და წარმოადგენს ეკოლოგიურ ალტერნატივას სახლის დასუფთავებისთვის. იქნება ეს ჭუჭყი, თითის ანაბეჭდი თუ ნებისმიერი სახის ცხიმი - Carpa Magica ყველაფერს ერთი მოძრაობით გააქრობს!
შემიძლია თუ არა Carpa Magica-ს გამოყენება ფანჯრის ზედაპირებისა და მინის გასაწმენდად?
გათავისუფლდით სახლისა თუ ბინის ფანჯრების წმენდის სტრესისგან - Carpa Magica-ს დახმარებით სულ რამდენიმე წუთში შეძლებთ სუფთა და ბზინვარე ფანჯრებისა და სარკეების მიღებას. აღარ დაგჭირდებათ არც ფანჯრის სპეციალური საწმენდები, არც სველი ან მშრალი საფენები, სხვადასხვა ტილოები, ალკოჰოლის შემცველობის ხსნარები თუ ქაღალდის რულონები. Carpa Magica მხოლოდ წყლის გამოყენებით ძალიან სწრაფად და მარტივად გაწმენდს ნებისმიერი ტიპის შუშის ზედაპირს: ფანჯრებს, სახლის ან მანქანის შუშებს, სარკეებს, ჩასაშენებელი ქურის ზედაპირებს, მაღაზიის ვიტრინებს, შხაპის კაბინებსა და ა.შ.
რა საგნებსა და ავეჯის როგორ ზედაპირებზე შეგვიძლია Carpa Magica-ს გამოყენება?
Carpa Magica იდეალურად ასუფთავებს თაროებს, კარადებს, კარებს, მაგიდებს, სკამებსა და ნახატებსაც კი. აცლის მათ ცხიმის, მტვრის ნებისმიერ ნარჩენსა და თითის ანაბეჭდებს მხოლოდ და მხოლოდ წყლის გამოყენებით.
შემიძლია თუ არა კერამიკული ზედაპირების გაწმენდა?
დიახ, Carpa Magica ასუფთავებს ყველანაირ ზედაპირს, მათ შორის: ფილებს, ქვის ჭურჭელს, გრანიტს, მარმარილოს, ქვის ზედაპირს, აკრილის სანტექნიკასა და მისგან დამზადებულ ჭურჭელს. აშორებს ორთქლის კვალს და ტოვებს იდეალურ ბზინვარებას. მოქმედებს სპეციალური სარეცხი საშუალებების გარეშე, მხოლოდ წყლის გამოყენებით.
შემიძლია თუ არა მისი გამოყენება სანიტარული ნივთების, ონკანის თავისა ან სახელურების გასაწმენდად?
დიახ, ჩვენი ჯადოსნური ქსოვილი ზედმიწევნით ასუფთავებს აბაზანისა თუ სამზარეულოს ონკანებს და აღადგენს მათ ბზინვარებას. წმენდს მინანქარს, ქრომირებულ ნაკეთობებს, უჟანგავი ფოლადისა თუ ალუმინის საგნებს. ჰიგიენური მიზეზების გამო, გირჩევთ სხვადასხვა ოთახისთვის (აბაზანისა და სამზარეულოსთვის) ორი სხვადასხვა Carpa Magica გამოყენებას.
და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გასაწმენდად როგორია?
Carpa Magica სამზარეულოს ნებისმიერი ტექნიკიდან აშორებს ცხიმსა და ჭუჭყს. წმენდს ღუმელს, გამწოვს, გაზქურას, მაცივარს, ჩასაშენებელ ელექტრო ქურას. ასუფთავებს და აშორებს მტვერს ტელევიზორიდან, ლეპტოპის ეკრანიდან და ნებისმიერი ტიპის მონიტორიდან.
შემიძლია Carpa Magica-ს მანქანაში გამოყენება?
დიახ. ახლა უკვე შეგიძლიათ მანქანის შუშების, სალონის (შიდა ეკრანის, პლასტმასის ზედაპირების, მანქანის აქსესუარებისა) და ექსტერიერის იდეალურად გაწმენდა მხოლოდ წყლის საშუალებით. Carpa Magica წარმატებით გამოიყენება ავტოსამრეცხაოებშიც.
რას ნიშნავს „ეკო“?
ჩვენს შემთხვევაში „ეკოს“ ორი მნიშვნელობა აქვს: 1. ფულის ეკონომია, რადგანაც სახლის დასუფთავებისას Carpa Magica-ს მოხმარებით, თქვენ აღარ დაგჭირდებათ დამატებითი სარეცხი საშუალებების ყიდვა ფანჯრების, გაზქურის, ღუმელის, ელექტრო ქურის, მაცივრის, სანტექნიკის (უნიტაზი, ნიჟარა), აბაზანისა და სამზარეულოს ონკანების გასაწმენდად. 2. ეკოლოგიურად სუფთა, ვინაიდან Carpa Magica - ეს ის მრავალჯერადი მოხმარების ქსოვილია, რომელიც ირეცხება სარეცხ მანქანაში და აქვს 2 წლამდე ვადა ყოველდღიურად გამოყენების შემთხვევაშიც კი.
Რისგან არის დამზადებული Carpa Magica?
Carpa Magica მიკრობოჭკოვანი საწმენდი ქსოვილია. მისი მკვრივი სტრუქტურის მქონე ბოჭკოები 200-ჯერ უფრო თხელია, ვიდრე ადამიანის თმა, რაც განაპირობებს ქსოვილის მეტ ელასტიურობას, ამცირებს მისი გახევის შანსს და ანიჭებს მას ულტრა წვრილ, ხავერდოვან ტექსტურას, რომელიც შეხებისასაც სასიამოვნოა. მას შეუძლია აითვისოს თავისზე შვიდჯერ უფრო მძიმე ჭუჭყის მასა (შთანთქოს საკუთარი წონის 400% სითხე და 825% ცხიმი). გაშრობისთვის სჭირდება ცოტა დრო და უძლებს ინტენსიურ რეცხვასაც კი. მეტიც, განმეორებითი რეცხვის შემდეგ, ქსოვილი აუმჯობესებს მოქმედებას.
შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება პროფესიონალური მიზნებისთვის?
Carpa Magica განკუთვნილია როგორც შიდა, ისე პროფესიული გამოყენებისთვისაც (სასტუმროებში, კაფეებში, საცხობებში, რესტორნებში, ოფისებში, მანქანის სამრეცხაოებში, სამრეწველო ფართებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ფიტნეს დარბაზებსა და სხვა დაწესებულებებში).
მოხმარების ინსტრუქცია:
გაავლეთ ან დაასველეთ ქსოვილი ონკანის წყალში, ძალიან კარგად გაწურეთ და გაასუფთავეთ/გააპრიალეთ სასურველი ზედაპირი. თუ გაწმენდის შემდეგ წყლის მცირე კვალს შეამჩნევთ, უბრალოდ დაელოდეთ მის აორთქლებას!
გამოყენებისა და მოვლის რეკომენდაციები:
• ქსოვილის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად, გარეცხვის შემდეგ არ გამოიყენოთ დამატენიანებელი ხსნარები (მაგ. ქსოვილის დამარბილებელი) და არ გააშროთ იგი სითბოს წყაროსთან (მაგ. რადიატორთან).
• არ გააშროთ საშრობში.
• გარეცხეთ მაქსიმუმ 30 გრადუსზე.
• არ გამოიყენოთ ცხელ ან ბასრ ზედაპირებზე.
• ჩვენ გირჩევთ, დაიცვათ ეს რეკომენდაციები, რათა შეძლოთ Carpa Magica-ს ხანგრძლივი დროითა და ხარისხის მაქსიმალური შენარჩუნებით მოხმარება.
• გახსოვდეთ, Carpa Magica პირველივე მოხმარებიდან დამოკიდებულს გხდით! მისი ერთი ქსოვილის გამოყენება ყოველდღიურად, 2 წლის განმავლობაში შეგიძლიათ.