CURAPROX კაპების (ელაინერების) ქაფი

საფუძვლიანი ჰიგიენა არის უპირველესი და უმთავრესი, როდესაც საქმე პირის ღრუს სიჯანსაღესა და კაპების ტარებას ეხება. იმის გამო, რომ ელაინერებს დღეში 20 საათამდე ატარებენ და მხოლოდ ჭამისა და დალევის დროს იხსნიან, პირის ღრუს ეფექტურ და რეგულარულ მოვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ცხოვრების აქტიური ტემპის დროს კაპების სათანადო წმენდა არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომაა საჭირო CURAPROX-ის კაპების ქაფი, რომელიც პირის ღრუს სიჯანსაღეზე ორიენტირებული შვეიცარიული კომპანიის - Curaden-ის შექმნილია. ეს ინოვაციური ქაფი აღადგენს, იცავს და ამარაგებს კბილს ბუნებრივი მინერალებით, რაც ქმნის დამატენიანებელ, დამცავ და აბრეშუმივით გლუვ გარსს მის გარშემო. ის ებრძვის უსიამოვნო სუნს პირში და ხელს უშლის ნადების დაგროვებას, ასევე პოტენციური სტომატოლოგიური პრობლემებისა თუ ღრძილების დაავადების გაჩენას. ქაფის მცირე რაოდენობაც კი საკმარისია პირის ღრუსა და კბილების ბუნებრივი რემინერალიზაციისა და დაცვისთვის. მოცემული პროდუქტი იცავს კბილებს სინების, სპორტისას გამოყენებული კბილის დამცავისა თუ სხვა დასამაგრებელი საშუალებების ქვეშაც. ქაფი უაღრესად ეფექტური დამხმარეა ორთოდონტული პაციენტებისთვისაც.

ორთოდონტიული ხელსაწყოები ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდას, დემინერალიზაციას და ამცირებს ნერწყვის სახით ბუნებრივი დაცვის დონეს. ბაქტერიების მეშვეობით ზოგიერთი საკვები და სასმელი პირის ღრუში მჟავების წარმოქმნას იწვევს, რაც ასუსტებს კბილის მინანქარს. ამას მივყავართ პირის ღრუს მინერალებისგან, კალციუმისა და ფოსფატისგან დაცლამდე, რაც მოგვიანებით არასასურველი მოთეთრო ლაქებით გამოიხატება. ესაა საკმაოდ ხშირი გვერდითი მოვლენა ორთოდონტული სამაგრების ტარებისას, რადგან მასში საკვების გაჭედვის შანსი მეტია. სწორედ ამიტომ Curaprox-ის ახალი ქაფი ქმნის დამატენიანებელ, დამცავ ფენას კბილებზე და ეხმარება პირის ღრუს რემინერალიზაციის ანუ მინერალებით მომარაგების გზით.

40მლ

 

BRAND:
CURAPROX
7612412431353
95 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები