REVOX B77 ჰიალურონის მჟავა
REVOX B77 ტუჩის შემავსებელი ჰიალურონის მჟავა ტუჩის გადიდების ინვაზიური მეთოდების ალტერნატივას წარმოადგენს. იგი მყისიერად ატენიანებს ტუჩებს და ხდის მათ შესამჩნევად უფრო სავსეს. ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს წვრილი ხაზებისა და დახეთქილი კანის ნაწილების შემცირებას, რაც ტუჩს ხავერდოვან და გლუვ იერს ანიჭებს. მკვებავი ზეთების, ანტიოქსიდანტებისა და დაბერების საწინააღმდეგო ინგრედიენტების წყალობით, ჰიალურონის მჟავა აუმჯობესებს ტუჩის ტექსტურას და პარალელურად უზრუნველყოფს მისი მოცულობის ზრდას. პროდუქტის გამოყენების შემდეგ ტუჩი გამოიყურება შეუდარებლად უფრო სავსედ, გამოკვეთილია მისი ფორმა და ბზინვარება.
კანისთვის უსაფრთხო pH დონიდან გამომდინარე, მოცემული პროდუქტი განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
მითითება: დილის საათებში: წაისვით სუფთა და გაწმენდილ პირზე. პროდუქტის გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ ასევე წაისვათ თქვენი საყვარელი ტუჩსაცხი ან გლოსი. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე.
საღამოს საათებში: წაისვით სუფთა და გაწმენდილ პირზე და გაიჩერეთ მთელი ღამით, როგორც ტუჩის დამატენიანებელი ნიღაბი. მოსალოდნელია დროებითი ჩხვლეტის შეგრძნება.