REVOX B77 JUST ალფა არბუტინი 2% + HA
კანის დაბერების საწინააღმდეგო საშუალება. კონცენტრირებული შრატი, რომელიც ეხმარება კანს გაღიავებაში პიგმენტაციის შემცირებით და ანიჭებს მას უფრო თანაბარ, კაშკაშა და ახალგაზრდულ იერს.
REVOX B77 JUST ALPHA ARBUTIN 2% + HA წარმოადგენს გამაღიავებელ შრატს სახისა და კისრისთვის. რაფინირებული ალფა არბუტინი არის ნაზი, მაგრამ ძლიერმოქმედი გამაღიავებელი ნივთიერება, რომელიც მაღალი, 2%-იანი კონცენტრაციით, ეფექტურად ამცირებს კანის პიგმენტაციას და ათანაბრებს მის შეფერილობას. მისი გაუმჯობესებული ფორმულა გამდიდრებულია ჰიალურონის მჟავით კანის დამატებითი კონდიცირებისა და კომფორტისთვის. პროდუქტი ეფექტურად ებრძვის სიწითლეს, ასაკობრივ თუ მზისგან გამოწვეულ პიგმენტურ ლაქებსა და აკნეს პიგმენტურ ნაწიბურებს. განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. გამოიყენეთ კომბინაციაში REVOX B77 JUST 20% C ვიტამინთან ერთად ანტიოქსიდანტური მოქმედებისთვის და REVOX B77 JUST 5% ჰიალურონის მჟავასთან ან REVOX B77 JUST 100% არგანის ზეთთან ერთად კანის დატენიანებისთვის.
მითითება: შეიზილეთ დილას ან საღამოს სრულიად მშრალ და სუფთა კანზე. მოარიდეთ თვალის მიდამოს. გამოიყენეთ დამატენიანებლების ან ზეთოვანი საშუალებების მოხმარებამდე.
შემადგენლობა: წყალი / აკვა, ალფა-არბუტინი, ნატრიუმის ჰიალურონატი, პროპილენ გლიკოლი, ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, ფენოქსიეთანოლი, დინატრიუმის EDTA.
გაფრთხილება: არ შეურიოთ გეტინოიდებს ან აზელაინის მჟავას. ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, ამიტომაც პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია პროდუქტის შემცველობისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა ტესტის საშუალებით. დისკომფორტის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის მოხმარება. არ წაისვათ გაღიზიანებულ ან დაზიანებულ კანზე. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება დილის საათებში.
სასარგებლოა: ყველასთვის.
საუკეთესოა: პიგმენტაციისა და არათანაბარი შეფერილობის მქონე ყველანაირი ტიპის კანისთვის.
გამოიყენეთ დღეში ერთხელ გაწმენდის შემდეგ დამატენიანებლამდე
მოცულობა: 30 მლ