REVOX B77 JUST ნიაცინამიდი 10%

დამატენიანებელი. ეფექტური დამატენიანებელი შრატი, რომელიც ამცირებს ლაქებს, აწესრიგებს კანის უხეშ ტექსტურას და აძლიერებს მის დამცავ ბარიერულ ფუნქციას.

REVOX B77 JUST NIACINAMID 10% არის ყოველდღიური დამატენიანებელი სახისა და კისრისთვის. ნიაცინამიდი რვა სახის B ვიტამინიდან ერთ-ერთის, ვიტამინი B3-ის ნაირსახეობაა, რომელიც ჯანსაღი სხეულისა და კანის შენარჩუნებისთვისაა საჭირო. ვიტამინი B3 ხელს უწყობს კანის პრობლემების შემცირებას და ანიჭებს მას გლუვ იერს. იგი ასევე აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციას, რითიც მას გარე დაბინძურებისა და ტენიანობის დ დაკარგვისგან იცავს. ნიაცინამიდი აწესრიგებს უხეშ ტექსტურას, ხელს უშლის ლაქებსა და სიმშრალეს. პროდუქტი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.

მითითება: წაისვით 4-5 წვეთი სუფთა და სრულიად მშრალ კანზე, დღეში ერთხელ, დილის ან საღამოს საათებში. ნაზად შეიზილეთ, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება. დაელოდეთ კანის კარგად გაშრობას მომდევნო პროდუქტის მოხმარებამდე. წაისვით დამატენიანებლებისა ან ზეთოვანი საშუალებების გამოყენებამდე.

გამოიყენეთ კომბინაციაში: REVOX B77 JUST 5% ჰიალურონის მჟავასთან, REVOX B77 JUST 20% C ვიტამინთან და REVOX B77 JUST 5% კოფეინთან ერთად, როგორც თქვენი ყოველდღიური თავის მოვლის რუტინის ნაწილი.

შემადგენლობა: წყალი / აკვა, ვიტამინი B3 / ნიაცინამიდი, პროპილენ გლიკოლი, თუთიის ციტრატი, ფენოქსიეთანოლი, ქსანთანის გუმფისი, PPG-1-PEG-9 ლაურილ გლიკოლის ეთერი, დინატრიუმის EDTA.

გაფრთხილება: ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, ამიტომაც გამოყენების წინ რეკომენდირებულია ტესტის ჩატარება პროდუქტის შემცველობისადმი მგრძნობელობაზე. მოხმარებისას დისკომფორტის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება.

გამოიყენეთ გაწმენდის შემდეგ, ზეთოვან ბაზაზე დამზადებულ პროდუქტებამდე.

სასარგებლოა:

ყველასთვის.

საუკეთესოა:

მშრალი, უსიცოცხლო და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.

მოცულობა: 30 მლ


ბრენდი:
REVOX B77
5060565101364
34 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები