REVOX B77 JUST კანის გამაღიავებელი ნაკრები

REVOX B77 JUST სკვალანის გამწმენდი აშორებს მაკიაჟსა და ნივთიერებათა ნარჩენებს სახის კანიდან. მისი ნაზი და დნობადი ფორმულა შექმნილია რბილი, მაგრამ ეფექტური წმენდისთვის - სკვალანის ბაზაზე. ის შლის ცხიმისა და ჭუჭყის გროვებს, ასევე წმენდს კანს მაკიაჟისა და მზისგან დამცავი საშუალების ნარჩენებისგან მისი გამოშრობის გარეშე. სახის კანი ხდება სუფთა, მშვიდი და დაბალანსებული. პროდუქტი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის და განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალ და დეჰიდრატირებულ კანზე.

მითითება: გადაინაწილეთ საკმარისი რაოდენობით პროდუქტი ხელის გულებზე და გაუხახუნეთ ისინი ერთმანეთს იმისათვის, რომ მასა გათბეს. შეიზილეთ პროდუქტი მშრალ სახის კანზე ერთი წუთის განმავლობაში. მოარიდეთ თვალებთან უშუალო კონტაქტს და ნელთბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

შემადგენლობა: წყალი/აკვა, სკვალანი, იზოდოდეკანი (და) დიმეტიკონი/Bis- IsobutylPPG-20 კროსპოლიმერი, კოკო- კაპრილატი/კაპრატი, გლიცერინი, ეთილჰექსილ სტეარატი, ამონიუმის აკრილო-ილდიმეთილტაურატი/VP სოპოლიმერი, იზოპროპილი, ფენოქსიეთანოლი / სამოთხის ვაშლის წვენი, ლაიმის წვენი / კივის წვენი / ოქროსფერი კივის ხილის წვენი, ლიმნის მჟავა, ბენზო-მჟავე ნატრიუმი, კალიუმის სორბატი.

REVOX B77 JUST CAFFEINE 5% თვალის კონტურის შრატია. კოფეინი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც ებრძვის თავისუფალ ნაწილაკებს, ულტრაიისფერი გამოსხივების ეფექტსა და დაბინძურებას. გარდა იმისა, რომ ის არის ანტიოქსიდანტი, კოფეინს აქვს კანის დაჭიმვის ეფექტიც, რაც ამცირებს თვალების ირგვლივ არსებულ შეშუპებასა და მუქ წრეებს. შრატი გამდიდრებულია მწვანე ჩაის ექსტრაქტით, რომელიც ანტიოქსიდანტური გზით იცავს კანს ანტიოქსიდანტის გარემო დაბინძურებისგან. მწვანე ჩაი ამშვიდებს და ეხმარება კანს ახალგაზრდული ვიზუალის შენარჩუნებაში. პროდუქტი შველის შეშუპებულ თვალებს, მუქ წრეებსა და დაღლილ და უსიცოცხლო კანს თვალების ირგვლივ.

მითითება: წაისვით 4-5 წვეთი დილის საათებში, სრულიად მშრალ და სუფთა კანზე თვალის ირგვლივ და ნაზად შეიზილეთ, სანამ არ შეიწოვება. დაელოდეთ კანის კარგად გაშრობას მომდევნო პროდუქტის მოხმარებამდე. წაისვით დამატენიანებლებისა ან ზეთოვანი საშუალებების გამოყენებამდე.

შემადგენლობა: წყალი / აკვა, კოფეინი, პროპილენ გლიკოლი, მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი / Camellia Sinensis-ის ფოთლის ექსტრაქტი, ქსანთანის რეზინი, ფენოქსიეთანოლი, PPG-1-PEG-9 ლაურილ გლიკოლის ეთერი, დინატრიუმის EDTA.

REVOX B77 JUST VITAMIN C 20% ეს არის ანტიოქსიდანტური მოქმედების შრატი სახისა და კისრისთვის. თავისუფალი ნაწილაკები შლიან კანში არსებულ კოლაგენს და ხელს უწყობენ ნაოჭების წარმოქმნას. სწორედ ამიტომ, C ვიტამინი ებრძვის კანის დაბერების პროცესს და უზრუნველყოფს მის ანტიოქსიდანტურ დაცვას თავისუფალი რადიკალებისა თუ უარყოფითი გარე ზემოქმედებისგან. იგი ხელს უწყობს ნაოჭების და მუქი ლაქების შემცირებას, ასუფთავებს და აღიავებს სახის კანს. შრატი გამდიდრებულია ალოე ვერასა და მწვანე ჩაის ექსტრაქტებით, რაც აძლიერებს მის ანტიოქსიდანტურ თვისებებს. ორივე ამ ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი და მკვებავი ეფექტი. პროდუქტი ეფექტურად ებრძვის პიგმენტაციას, კანის არათანაბარ ტონსა და დაბერების ნიშნებს.

მითითება: წაისვით 4-5 წვეთი სუფთა და მშრალ კანზე, დილის საათებში. ნაზად შეიზილეთ, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება. დაელოდეთ კანის კარგად გაშრობას მომდევნო პროდუქტის გამოყენებადე.

REVOX B77 JUST GLYCOLIC ACID 20% - ეს არის მატონიზირებელი ხსნარი სახისა და ყელისთვის. გლიკოლის მჟავა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხშირად გამოყენებულია ალფაჰიდროქსმჟავათა (AHAs) ჯფუფში. მისი მოლეკულები ყველაზე მცირეა AHA მჟავებს შორის და, აქედან გამომდინარე, იგი უკეთ შეიწოვება კანში. კანის შიგნით მარტივად შეღწევის შემდეგ, გლიკოლის მჟავა წყვეტს ბმას კანის ძველ უჯრედებს შორის და ათავისუფლებს მათ, რითიც შესაძლებელი ხდება მათი აქერცვლა. რუტინული და თანმიმდევრული გამოყენებისას, ის ხელს უწყობს კანის განახლების პროცესის დაჩქარებასა და ზედაპირზე ახალი კანის ფენის გამოტანას, რის შედეგადაც კანი გამოიყურება უფრო სუფთად და ახალგაზრდულად. არ გამოიყენოთ იგი სხვა სუფთა სახის მჟავებთან ან A ვიტამინთან კომბინაციაში, რათა თავიდან აირიდოთ კანის ზედმეტად გამოშრობა და გაღიზიანება.

მითითება: წაისვით 4-5 წვეთი სუფთა და სრულიად მშრალ კანზე, საღამოს საათებში. მოარიდეთ თვალის არეს და ნაზად შეიზილეთ კანზე. 10-15 წუთის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ წყლით. დაელოდეთ კანის გაშრობას მომდევნო პროდუქტის გამოყენებამდე.

შემადგენლობა: წყალი/აკვა, გლიკოლის მჟავა, პროპილენ გლიკოლი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ქსანთანის რეზინა, PPG-1-PEG-9 ლაურილ გლიკოლის ეთერი, ფენოქსიეთანოლი, დინატრიუმის EDTA.

BRAND:
REVOX B77
5060565105553
136 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები