REVOX B77 JUST C ვიტამინი 20%

ანტიოქსიდანტი. მაღალი კონცენტრაციის შრატი კანის თვალსაჩინო ბზინვარებისთვის. ის ხელს უწყობს პიგმენტაციის შემცირებას, აღიავებს და ათანაბრებს სახის კანს და იცავს მას დაბერებისგან ოქსიდაციურ პროცესებთან ბრძოლის გზით.

REVOX B77 JUST VITAMIN C 20% - ეს არის ანტიოქსიდანტური მოქმედების შრატი სახისა და კისრისთვის. თავისუფალი ნაწილაკები შლიან კანში არსებულ კოლაგენს და ხელს უწყობენ ნაოჭების წარმოქმნას. სწორედ ამიტომ, C ვიტამინი ებრძვის კანის დაბერების პროცესს და უზრუნველყოფს მის ანტიოქსიდანტურ დაცვას თავისუფალი რადიკალებისა თუ უარყოფითი გარე ზემოქმედებისგან. იგი ხელს უწყობს ნაოჭების და მუქი ლაქების შემცირებას, ასუფთავებს და აღიავებს სახის კანს. შრატი გამდიდრებულია ალოე ვერასა და მწვანე ჩაის ექსტრაქტებით, რაც აძლიერებს მის ანტიოქსიდანტურ თვისებებს. ორივე ამ ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი და მკვებავი ეფექტი. პროდუქტი ეფექტურად ებრძვის პიგმენტაციას, კანის არათანაბარ ტონსა და დაბერების ნიშნებს.

მითითება: წაისვით 4-5 წვეთი სუფთა და მშრალ კანზე, დილის საათებში. ნაზად შეიზილეთ, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება. დაელოდეთ კანის კარგად გაშრობას მომდევნო პროდუქტის გამოყენებადე.

გამოიყენეთ კომბინაციაში: REVOX B77 JUST 100% არგანის ზეთთან ან REVOX B77 JUST სკვალანთან, როგორც თქვენი სილამაზის რუტინის ნაწილი.

არ გამოიყენოთ: პეპტიდურ პროდუქტებთან.

შემადგენლობა: წყალი / აკვა, ვიტამინი C / ასკორბინის მჟავა, კალიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენგლიკოლი, ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი / ალოე ბარბადენსის ფოთლის ექსტრაქტი, მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი / Camellia Sinensis ფოთლის ექსტრაქტი, ფენოქსიეთანოლი, PPG- 1-PE 9 ლაურილ გლიკოლის ეთერი, ქსანთანის რეზინა, დინატრიუმი EDTA.

გაფრთხილება: თუ თქვენ იყენებთ გლიკოლის მჟავას, სალიცილის მჟავას ან რეტინოლის პროდუქტებს, REVOX B77 JUST ვიტამინი C 20%-ის გამოყენებამდე მოცდა დაგჭირდებათ. ეს იმისთვის, რათა აირიდოთ კანის ჩხვლეტა ან სიწითლე. ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს პროდუქტის შემცველობისადმი არატოლერანტულობა. დისკომფორტის შემთხვევაში, შეწყვიტეთ მისი მოხმარება.

პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია პროდუქტის შემცველობისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა ტესტის საშუალებით: პროდუქტის 1-2 წვეთი წაისვით იდაყვის მცირე ზონაზე, გაიჩერეთ 15 წუთით და კარგად ჩამოიბანეთ წყლით. თუ 24 საათის შემდეგ გაღიზიანება არ შეინიშნება, პროდუქტი გამოსაყენებლად უსაფრთხოა. არ წაისვათ გახურებულ, მზით დამწვარ ან გაღიზიანებულ კანზე. თუ იგრძნობთ ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას, პროდუქტი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. თუ წვის შეგრძნება დიდხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

გამოიყენეთ ყოველდღიურად, დილის საათებში, გამწმენდის შემდეგ, დატენიანებამდე.

ასარგებლოა:

ყველასთვის - არც თუ ისე მგრძნობიარე კანით.

საუკეთესოა:

უსიცოცხლო კანისთვის არათანაბარი შეფერილობითა და დაბერების ნიშნებით.

მოცულობა: 30 მლ


ბრენდი:
REVOX B77
5060565101418
34 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები