REVOX B77 BUZZ სახის გამწმენდი გელი
REVOX B77 BUZZ - ეს არის კანის მოვლის ხაზი, რომელიც კვებავს დაღლილ და უსიცოცხლო კანს. იგი ენერგიულად აღწევს კანში, აბალანსებს მის არათანაბარ შეფერილობას და ეხმარება ბუნებრივი ბზინვარების აღდგენაში.
რბილი გელი შესანიშნავი გამწმენდი თვისებებით გამოირჩევა. ის არ შრება და არ აღიზიანებს კანს. წყალთან კომბინირებაში თაფლის გელი წარმოქმნის ქაფს, რომელიც აშორებს სახეზე არსებულ ყოველგვარ ნარჩენს და თან ატენიანებს მას.
აქტიური ინგრედიენტები: თაფლის ექსტრაქტი საყოველთაოდ ცნობილი ბუნებრივი სილამაზის ელექსირია. ცილებითა და მინერალებით მდიდარი გელი ხელს უწყობს კანის დატენიანებასა და ბუნებრივ ბზინვარებას. მასში შემავალი ლიმონი, C ვიტამინის მნიშვნელოვანი წყარო, ათანაბრებს კანის არათანაბარ შეფერილობას, გლუკონოლაქტონი კი ეფექტურად ატენიანებს კანს და ხელს უწყობს მისი დამცავი ბარიერის აღდგენას.
მითითება: წაისვით გელის ერთი ან ორი ჩამოსხმა სველ კანზე, მოარიდეთ თვალის მიდამოებს და ნაზად შეიზილეთ სანამ არ აქაფდება. კარგად ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. გაფრთხილება: პირველ გამოყენებამდე რეკომენდირებულია მგრძნობელობის ტესტის ჩატარება. მოხმარებისას დისკომფორტის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება.