REVOX B77 იაპონური რუტინა გამწმენდი გელი

REVOX B77 იაპონური რუტინა სახის გამწმენდი გელი

აქციეთ თქვენი ყოველდღიური კანის მოვლის რუტინა განტვირთვის რიტუალად. პროდუქციის ხაზი შთაგონებულია იაპონური სილამაზის რუტინითა და მუდამ ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლოებით. ის ყველგან ავრცელებს საკურას ყვავილებისა და თვალწარმტაცი ბრინჯის მინდვრების ქვეყნის არომატს. მორგებულია თქვენი კანის საჭიროებებზე, ითვალისწინებს მის ყოველდღიურ, ბუნებრივ რიტმს.

ეს რბილი, სახისთვის განკუთვნილი არააქაფებადი აკვა გელი შექმნილია სპეციალურად ნაზი ექსფოლაციისთვის - კანის დასამშვიდებლად და დასარბილებლად. ეფექტური შემადგენლობის დახმარებით, გელი შლის კანზე დაგროვილ ცხიმს, ნივთიერებათა ნარჩენებს, აღადგენს კანს და ხდის მას გლუვს. ფორმულაში არსებული მკვებავი თვისებებისა და დეტოქსიკაციის უნარის მქონე იაპონური ალუბლის ყვავილი ხელს უწყობს კანის აღდგენას და იცავს მას ტენის დაკარგვისგან, ბრინჯის ექსტრაქტი კი აუმჯობესებს ელასტიურობას და სიმტკიცეს. გელში შემავალი ალოე ვერას და გინკო ბილობას ექსტრაქტები განამტკიცებენ კანის დამცავ ბარიერს და ხანგრძლივად უნარჩუნებენ ტენიანობას. ჰიალურონის მჟავა იცავს კანს გამოშრობისგან. აკვა გელი განკუთვნილია როგორც მშრალი და მგრძნობიარე, ისე მოწიფული, დაბერებისკენ მიდრეკილი კანისთვისაც.

მითითება: წაისვით დილით და/ან საღამოს, პროდუქტის ერთი ან ორი ჩამოსხმა მშრალ ან სველ კანზე. მოარიდეთ თვალის მიდამოს. ნაზად შეიზილეთ სახეზე ერთი წუთის განმავლობაში პატარა ნაწილაკების გამოჩენამდე და კარგად ჩამოიბანეთ წყლით.

გაფრთხილება: ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, ამიტომაც პირველ გამოყენებამდე რეკომენდირებულია მგრძნობელობის ტესტის ჩატარება. დისკომფორტის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მოხმარება.

 მოცულობა: 150 მლ

BRAND:
REVOX B77
5060565103085
36 
არ არის გაყიდვაში
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები