REVOX B77 JUST აზელაის მჟავა 10%
ანტიოქსიდანტი. მსუბუქი, მაგრამ ძლიერმოქმედი დამატენიანებელი, რომელიც საგრძნობლად აღიავებს, ანათებს კანს და ასუფთავებს მას პიგმენტური ლაქებისგან, რითიც აუმჯობესებს კანის შეფერილობასა და ტექსტურას.
REVOX B77 JUST AZELAIC ACID 10% - ესაა გამაღიავებელი ხსნარი სახისთვის. აზელაინის მჟავა ეფექტურად ებრძვის კანის ფორებში არსებულ აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს, რითიც ხელს უწყობს კანის გარე ფენების გაუმჯობესებას. გამაღიავებელი თვისებების მეშვეობით, აზელაინის მჟავა მინიმუმამდე ამცირებს მუქ ლაქებს, პიგმენტებსა და დაბერების ნიშნებს და კანს უფრო მკაფიოსა და გლუვს ხდის. პროდუქტი აჯანსაღებს უსიცოცხლო კანსა და სახის არათანაბარ ტონს, აშორებს მუწუკებსა და ლაქებს.
მითითება: წაისვით ცოტა რაოდენობით საღამოს საათებში, სრულიად მშრალ და სუფთა კანზე. მოარიდეთ თვალის მიდამოს. ნაზად შეიზილეთ, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება. დაელოდეთ კანის კარგად გაშრობას მომდევნო პროდუქტის მოხმარებამდე. წაისვით დამატენიანებლებისა ან ზეთოვანი საშუალებების გამოყენებამდე.
გამოიყენეთ კომბინაციაში: REVOX B77 JUST სალიცილის მჟავასთან ერთად კანის უხეში ტექსტურის გასათანაბრებლად, ან შეურიეთ REVOX B77 JUST არგანის ზეთს 100% ან ზეთების ნაზავს ზეთი მშრალი კანის გამოსაკვებად.
არ გამოიყენოთ: სუფთა სახის მჟავებთან ან რეტინოიდებთან, რათა თავიდან აიცილოთ კანის ზედმეტად აქერცვლა და გაღიზიანება.
შემადგენლობა: წყალი / აკვა, აზელაინის მჟავა, იზოდოდეკანი, დიმეტიკონი/ ბისიზობუტილ PPG-20 ჯვარედინი პოლიმერი, ეთილექსილის სტეარატი, ეთოქსიდიგლიკოლი, იზოპროპილ მირისტატი, ამონიუმის აკრილოილდიმეთილტაურატი/ VP კოპოლიმერი E1-PeHenlyolther, PPG-9. დინატრიუმის EDTA.
გაფრთხილება: მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას და გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება, როგორც REVOX B77 JUST Azelaic Acid 10%-ის გამოყენების დროს, ასევე მისი გამოყენებიდან ერთი კვირის შემდეგ. ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ. მოხმარებისას დისკომფორტის შეგრძნების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება.
პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია პროდუქტის შემცველობისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა ტესტის საშუალებით: პროდუქტის 1-2 წვეთი წაისვით იდაყვის მცირე ზონაზე, გაიჩერეთ 15 წუთით და კარგად ჩამოიბანეთ წყლით. თუ 24 საათის შემდეგ გაღიზიანება არ შეინიშნება, პროდუქტი გამოსაყენებლად უსაფრთხოა. არ წაისვათ ინფექციურ, მზით დამწვარ ან გაღიზიანებულ კანზე. თუ იგრძნობთ ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას, პროდუქტი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. თუ წვის შეგრძნება დიდხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
სასარგებლოა:
ყველასთვის - არც თუ ისე მგრძნობიარე კანით.
საუკეთესოა:
კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის ლაქებით, მუქი ნაწიბურებითა და აკნეს შრამებით.
შედარებით მძიმე დამატენიანებელი ან ზეთოვანი პროცედურების წინ; არ შეურიოთ AHA მჟავებთან ან რეტინოიდებთან და არ დაგავიწყდეთ SPF-ის წასმა
გამოიყენეთ ყოველდღიურად საღამოს გამწმენდის შემდეგ
მოცულობა: 30 მლ