REVOX B77 JUST რეტინოლი სკვალანში
კანის დაბერების საწინააღმდეგო საშუალება. ძლიერი მკვებავი შრატი წყლის გარეშე, რომელიც კოლაგენის წარმოქმნითა და კანის უჯრედების განახლების მეშვეობით, ამცირებს და უკუაგდებს დაბერების ნიშნებს (ნაოჭები, მოშვებული კანი და სხვა).
REVOX B77 JUST RETINOL IN SQUALANE არის სუფთა სახის რეტინოლის ხსნარი წყლის გარეშე, სახისა და კისრისთვის. რეტინოლი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბერების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც დადასტურებულად აღადგენს კანის უჯრედებს. ის ხელს უწყობს კანის გამოცოცხლებასა და სიჯანსაღეს, აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას და ამ გზით ამცირებს დაბერების თვალსაჩინო ნიშნებს. პროდუქტში შემავალი სკვალანის ზეთი უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, სინაზესა და სირბილეს. ამავდროულად, ის ხელს უწყობს მისი ელასტიურობისა და სიგლუვის გაუმჯობესებას. ხსნარის მსუბუქი და უცხიმო ტექსტურა კანში სწრაფად შეიწოვება. პროდუქტი ეფექტურად ებრძვის კანის დაბერების ისეთ ხილულ ნიშნებს, როგორიცაა ნაოჭები, წვრილი ხაზები და მოშვებული კანი. განსაკუთრებით სასარგებლოა მოწიფული, დაღლილი და უსიცოცხლო კანისთვის. გამოიყენეთ კომბინაციაში REVOX B77 JUST Niacinamide 10%-თან, როგორც თქვენი ყოველდღიური თავის მოვლის რუტინის ნაწილი.
მითითება: წაისვით 2-4 წვეთი სუფთა და სრულიად მშრალ კანზე, საღამოს საათებში. მოარიდეთ თვალის მიდამოს და ნაზად შეიზილეთ. დაელოდეთ კანის კარგად გაშრობას მომდევნო პროდუქტის მოხმარებამდე. წაისვით როგორც ღამის მკვებავი დამატენიანებლებისა ან ზეთოვანი საშუალებების ნაცვლად.
შემადგენლობა: კაპრილის/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, სკალანი, ვიტამინი A პალმიტატი / რეტინილ პალმიტატი, ვიტამინი E აცეტატი / ტოკოფერილ აცეტატი
გაფრთხილება: არ შეურიოთ სუფთა ზეთებთან კანის ზედმეტად გაცხიმიანების თავიდან ასაცილებლად. გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, არ შეურიოთ სხვა რეტინოიდებს ან სუფთა სახის მჟავებს. რეტინოიდებს შეუძლიათ კანი უფრო მგრძნობიარე გახადონ ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას და გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება. მოარიდეთ თვალის მიდამოს. არ წაისვათ გაღიზიანებულ კანზე! ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, ამიტომაც პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია პროდუქტის შემცველობისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა ტესტის საშუალებით. თუ 24 საათის შემდეგ გაღიზიანება არ შეინიშნება, პროდუქტი გამოსაყენებლად უსაფრთხოა, ხოლო თუ სიწითლე ან გაღიზიანება შენიშნეთ, შეწყვიტეთ მისი მოხმარება.
გამოიყენეთ კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე, საღამოს საათებში, გამწმენდის შემდეგ. არ გამოიყენოთ ექფოლაციის მჟავებთან და არ დაგავიწყდეთ SPF-ის წასმა დილის საათებში.
სასარგებლოა:
ყველასთვის - დაუყოლიებელი და არც თუ ისე მგრძნობიარე კანით.
აუკეთესოა:
მშრალი, უსიცოცხლო და
მოწიფული კანისთვის.
მოცულობა: 30 მლ