REVOX B77 JUST რძემჟავა + HA
ექსფოლიანტი. ნაზი პილინგის შრატი, რომელიც აწესრიგებს კანის უხეშ ტექსტურასა და არათანაბარ შეფერილობას, ხდის მას უფრო ნათელსა და მკვრივს.
REVOX B77 JUST LACTIC ACID + HA არის ნაზი პილინგის ხსნარი სახისა და კისრისთვის. მასში შემავალი რძემჟავა ყველაზე რბილი სახის ალფა ჰიდროქს მჟავაა. კანის ზედაპირულ ფენებზე მუშაობისას, ის უზრუნველყოფს ძველი უჯრედების აქერცვლას კანის გაღიზიანების გარეშე და აჩენს მის ახალ, ნათელ და უფრო მკვრივ ფენას. პროდუქტი გამდიდრებულია ჰიალურონის მჟავით, რომელიც მატებს კანს სიგლუვესა და კომფორტის შეგრძნებას. პროდუქტი ეფექტურად ებრძვის უხეშ ტექსტურას, მუქ ლაქებს, წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. განკუთვნილია მშრალი და უსიცოცხლო კანისთვის. გამოიყენეთ REVOX B77 JUST 5%-იან ჰიალურონის მჟავასთან ან REVOX B77 JUST 100%-იან არგანის ზეთთან ერთად - კანის ტენიანობის შესანარჩუნებლად.
მითითება: წაისვით 4-5 წვეთი სუფთა და სრულიად მშრალ კანზე, საღამოს საათებში. მოარიდეთ თვალის მიდამოს და ნაზად შეიზილეთ. დაელოდეთ კანის კარგად გაშრობას მომდევნო პროდუქტის მოხმარებამდე. წაისვით დამატენიანებლებისა ან ზეთოვანი საშუალებების გამოყენებამდე.
შემადგენლობა: წყალი / აკვა, რძემჟავა, პროპილენგლიკოლი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ჰიდროქსიეთილის ცელულოზა, ფენოქსიეთანოლი, წითელი მჟავა 33 / CI 17200, ტარტრაზინი/ CI 19140, წითელი საღებავი / CI 16255, შავი საღებავი / CI 28440.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ სხვა სუფთა სახის მჟავებთან (AHAs, BHAs) ან რეტინოიდებთან ერთად, რათა თავიდან აიცილოთ კანის ზედმეტად აქერცვლა და გაღიზიანება. არ გამოიყენოთ გახურებულ, უკვე გაღიზიანებულ, მზისგან დამწვარ ან დაზიანებულ კანზე. მოერიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას და გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება როგორც REVOX B77 JUST LACTIC ACID + HA-ს გამოყენებისას, ისე გამოყენებიდან ერთი კვირის შემდეგ.
ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, ამიტომაცგამოყენების წინ რეკომენდირებულია ტესტის ჩატარება შემცველობისადმი მგრძნობელობაზე. თუ 24 საათის შემდეგ გაღიზიანება არ შეინიშნება, ე.ი. გამოსაყენებლად უსაფრთხოა. დისკომფორტის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი გამოყენება. თუ იგრძნობთ ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას, პროდუქტი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. თუ წვის შეგრძნება დიდხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
დამატენიანებელ ან ზეთოვან ბაზაზე შექმნილი პროდუქტების მოხმარებამდე, სხვა ექსფოლიაციის მჟავებთან ან რეტინოლის პროდუქტებთან შერევის გარეშე. საჭიროა მზისგან დაცვა დილით.
სასარგებლოა:
ყველასთვის - დაუყოლიებელი და არც თუ ისე მგრძნობიარე კანით.
აუკეთესოა:
მშრალი, ნორმალური და კომბინირებული კანისთვის.
გამოიყენეთ კვირაში რამდენჯერმე, საღამოს საათებში, გაწმენდის შემდეგ
მოცულობა: 30 მლ