REVOX B77 JUST ზღვის კოლაგენი +HA
დამატენიანებელი. მსუბუქი, მაგრამ ძლიერმოქმედი შრატი ზღვის ექსტრაქტებით, რომელიც კვებავს კანს, მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და უზრუნველყოფს მის ინტენსიურ და ხანგრძლივ დატენიანებას. შედეგად, კანი ხდება უფრო გლუვი, მკვრივი და ელასტიური.
REVOX B77 JUST ზღვის კოლაგენი + HA ესაა წყალმცენარეების ხსნარი სახისა და კისრისთვის, რომელიც ხელს უწყობს კანის დატენიანებას. პროდუქტის მსუბუქი ტექსტურა ღრმად შეიწოვება კანში და უზრუნველყოფს მის ინტენსიურ, ხანგრძლივ ტენიანობას. ზღვიდან მიღებული კოლაგენი ეფექტურად კვებავს მშრალ და აქერცლილ კანს. შრატი გამდიდრებულია წყალმცენარეების ექსტრაქტითა და ძლიერი დამატენიანებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ჰიალურონის მჟავასთან ერთად მოქმედებით, ის სახეს უფრო გლუვსა და ახალგაზრდულს ხდის. პროდუქტი ეფექტურად ებრძვის კანის სიმშრალეს და დეჰიდრატაციას. განკუთვნილია მშრალი და კომბინირებული კანისთვის. გამოიყენეთ REVOX B77 JUST-ის სხვა პროდუქტებთან ერთად, როგორც თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი.
მითითება: წაისვით 4-5 წვეთი სუფთა და სრულიად მშრალ კანსა და კისერზე, დილის ან საღამოს საათებში და ნაზად შეიზილეთ. გამოიყენეთ ზეთოვანი საშუალებების მოხმარებამდე.
შემადგენლობა: წყალი / აკვა, ნატრიუმის ჰიალურონატი, პროპილენ გლიკოლი, მაგნიუმის გლუკონატი, წყალმცენარეების ექსტრაქტი, ვარდკაჭაჭას ფესვის ექსტრაქტი / ციკორიუმის ინტიბუსის ფესვის ექსტრაქტი, მალტოზა, კოლაგენის ამინომჟავები, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ფენოქსიეთანოლი, დინატრიუმი EDTA.
გაფრთხილება: ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ, ამიტომაც გამოყენების წინ რეკომენდირებულია ტესტის ჩატარება პროდუქტის შემცველობისადმი მგრძნობელობაზე. თუ 24 საათის შემდეგ გაღიზიანება არ შეინიშნება, ე.ი. გამოსაყენებლად უსაფრთხოა. დისკომფორტის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი გამოყენება. თუ იგრძნობთ ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას, პროდუქტი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. თუ წვის შეგრძნება დიდხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გამოიყენეთ დღეში ერთხელ,დილით ან საღამოს, გამწმენდის შემდეგ, ზეთოვან ბაზაზე დამზადებულ პროდუქტებამდე.
სასარგებლოა:
ყველასთვის.
საუკეთესოა:
მშრალი, ნორმალური და კომბინირებული კანისთვის.
მოცულობა: 30 მლ