REVOX B77 JUST რესვერატროლი + ფერულის მჟავა

ანტიოქსიდანტი. ეფექტური და სუფთა სახის შრატი, რომელიც შექმნილია: კანში მიმდინარე ჟანგვისა და დაბერების პროცესებთან საბრძოლველად, კოლაგენის სტიმულირებისთვის, მუქი ლაქების და ნაოჭების შესამცირებლად, კანის შეფერილობისა და ტექსტურის გასათანაბრებლად.

RREVOX B77 JUST RESVERATROL + FERULIC მჟავა - ესაა ანტიოქსიდანტური მოქმედების შრატი სახისა და კისრისთვის. სწრაფი შეწოვის დამატენიანებელი ფორმულა აერთიანებს ორ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს 1%-იანი კონცენტრაციით. დაბალანსებული ურთიერთქმედების მეშევეობით, ისინი იცავენ კანს თავისუფალი ნაწილაკების მოქმედებისა და კანის დაბერებით გამოწვეული დაზიანებისგან. მასში შემავალი რესვერატროლი აღწევს უჯრედულ დონეზე, რათა ხელი შეუწყოს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, შედეგად კი გააძლიეროს კანის დამცავი ბარიერი და გახადოს იგი უფრო გლუვი და ჯანსაღი. ფერულის მჟავა აუმჯობესებს ანტიოქსიდანტის ეფექტურობას და ამცირებს ასაკობრივი ლაქებისა და ნაოჭების წარმოქმნის შანსს. პროდუქტი ეფექტურად ებრძვის არათანაბარ შეფერილობას, კანის უხეშ ტექსტურას, სიმშრალესა და სიწითლეს. განკუთვნილია ცხიმიანი, კომბინირებული და მშრალი კანისთვის.

მითითება: წაისვით 3-4 წვეთი სუფთა და სრულიად მშრალ სახესა და კისერზე, საღამოს საათებში. ნაზად შეიზილეთ, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება დილის საათებში.

გამოიყენეთ კომბინაციაში: : REVOX B77 JUST Vitamin C 2%სუსპენზიასთან ერთად.

არ შეურიოთ: ესფოლიაციის მჟავებს.

შემადგენლობა: პროპილენ გლიკოლი, ეთოქსიდიგლიკოლი, რესვერატროლი, ფერულის მჟავა.

გაფრთხილება: ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ. მოხმარებისას დისკომფორტის შეგრძნების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება. პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია პროდუქტის შემცველობისადმი მგრძნობელობის განსაზღვრა ტესტის საშუალებით. თუ 24 საათის შემდეგ გაღიზიანება არ შეინიშნება, პროდუქტი გამოსაყენებლად უსაფრთხოა. არ წაისვათ მგრძნობიარე ან გაღიზიანებულ კანზე. თუ იგრძნობთ ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას, პროდუქტი დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. თუ წვის შეგრძნება დიდხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

გამოიყენეთ გამწმენდის შემდეგ, დამატენიანებლამდე. ამქერცლავ მჟავებთან შერევის გარეშე. საჭიროა SPF-ის წასმა დილით.

ასარგებლოა:

ყველასთვის, ვისაც კანის დაბერების ნიშნები აწუხებს.

საუკეთესოა:

მშრალი ან ცხიმიანი მოწიფული კანისთვის უხეში ტექსტურით.

მოცულობა: 30 მლ

BRAND:
REVOX B77
5060565105416
34 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები