REVOX B77 ნაოჭების საწინააღმდეგო რეტინოლის თვალის გელი
მოცემული თვალის კონტურის გელი, გამდიდრებული რეტინოლითა და შარდოვანათი, სპეციალურად შექმნილია თვალის ნაზ მონაკვეთში კანის დაბერების იმგვარი ნიშნების შესამცირებლად, როგორებიცაა არათანაბარი ტექსტურა და ლაქები. გელი არბილებს და იცავს კანს. რეტინოლი აძლიერებს კოლაგენის გამომუშავების პროცესს და ებრძვის წვრილ ხაზებს, ნაოჭებსა თუ მზის ზემოქმედებით გამოწვეული ნაადრევი დაბერების სხვა ნიშნებს. შარდოვანა ბლოკავს ტენს კანში და ამცირებს თვალის ირგვლივ არსებულ სიმშრალესა და ხორკლიან ტექსტურას. კანის დატენიანების გზით იგი ნაკლებად შესამჩნევს ხდის ნაოჭებსაც.
რა არის რეტინოლი?
უჯრედები რეტინოლს (A ვიტამინს) თავისით ვერ წარმოქმნიან, ამიტომაც მისი მიწოდება კანის მოვლის საშუალებებითაა საჭირო. იგი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და მუშაობს ღრმად, უჯრედულ დონეზე. სწორედ ამ გზით უზრუნველყოფს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რის შედეგადაც ამცირებს უჯრედების დაბერების შანსს და არეგულირებს ცხიმის გამომუშავების პროცესს.
მითითება: ნაზად შეიზილეთ მცირე რაოდენობით თვალის კონტურის ირგვლივ, წაისვით თვალების შიდა ნაწილიდან მისი კუთხეების მიმართულებით. მოარიდეთ თვალთან პირდაპირ კონტაქტს.
გაფრთხილება: რეტინოიდებს შეუძლიათ კანი უფრო მგრძნობიარე გახადონ ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ, ამიტომაც მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას და გამოიყენეთ მზისგან დამცავი პროდუქტები. კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, არ მოიხმაროთ სხვა რეტინოიდებთან ან სუფთა სახის მჟავებთან ერთად. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ. არ წაისვათ გაღიზიანებულ კანზე! გაღიზიანების ან ზედმეტი სიწითლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გამოყენება. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. განკუთვნილია მხოლოდ გარე მოხმარებისთვის!
მოცულობა: 30 მლ