DEPOT 801 კანის ყოველდღიური გამწმენდი
გამწმენდი გელი სამმაგი მოქმედების აქტივირებული ნახშირით: წმენდს, ახდენს დეტოქსიკაციას და არეგულირებს ცხიმიან კანს. მასში შემავალი ზედაპირზე აქტიური ბუნებრივი ნივთიერებების დახმარებით, ასუფთავებს კანს და ათავისუფლებს მას დაბინძურებისგან. დამატენიანებელი ნივთიერებების ნარევი კი ხელს უწყობს ტენიანობის დონის რეგულირებასა და შენარჩუნებას.
დაბალანსებული გამწმენდი სისტემა - ზედაპირზე აქტიური ნივთიერებების დელიკატური ნარევი, რომელიც კანთან შეხებისას აშორებს დაბინძურებას და განიჭებთ კომფორტისა და სირბილის მყისიერ შეგრძნებას.
ვულკანური ქვიშა - ვულკანური ლავისგან მიღებული სქელი ფხვნილისებური საშუალება სკრაბის მოქმედებით. აქვს ღრმა ექსფოლაციისა და მკვდარი უჯრედების მოშორების ეფექტი. კანს ხდის გლუვს და უბრუნებს მას ჯანსაღ შეფერილობას.
ბაობაბისგან მიღებული დევირატი - აქტიური ნივთიერება, რომელიც სპეციალურად მამაკაცთა კანისთვისაა შექმნილი. აუმჯობესებს ელასტიურობას და ტონუსს. აძლევს კანს ჯანსაღ, განახლებულ და ახალგაზრდულ იერს.
ვაზის ფოთლის ექსტრაქტი - მცენარეული ექსტრაქტი, რომელიც ებრძვის მჟანგავ პროცესებს და იცავს მემბრანის მოლეკულებს თავისუფალი რადიკალების თავდასხმისგან. შედეგად კანი არის უფრო რბილი, გლუვი და ფერხდება მისი სწრაფად დაბერების პროცესი.
შვრიის ექსტრაქტი - იცავს, აკონდეცირებს და აუმჯობესებს კანს.
ბროწეულის ექსტრაქტი - იცავს, აკონდენცირებს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
გამოხდილი ქონდრის წვენი - გამაგრილებელი და მაკონდეცირებელი ეფექტით.
გამოხდილი ჩაის წყალი - კანის შეფერილობისა და სასიამოვნო სურნელისთვის.
ექსფოლიაციის ანუ აქერცვლითი საშუალების გამოყენება უმჯობესია კვირაში ერთხელ ან ორჯერ, პარსვის წინა დღეს ან საღამოს. დაიდეთ სახესა და კისერზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. მოარიდეთ თვალს, კარგად ჩამოიბანეთ.
მოცულობა: 50 მლ