REVOX B77 RETINOL ყოველდღიური დაცვა SPF 20

ეს ნაოჭსაწინააღმდეგო კრემი ხელს უწყობს კანის გამოცოცხლებას და ანიჭებს მას უფრო ჯანსაღ იერს. კრემი იცავს თქვენს კანს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან და გაჯერებულია რეტინოლით (A ვიტამინით), არგანის ზეთით, E ვიტამინითა და SPF-ით. რეტინოლი ხელს უწყობს წვრილი ხაზების გაქრობას, კანის ნაადრევ დაბერებასა და მზის ზემოქმედებით გამოწვეული ნიშნების შემცირებას.

რა არის რეტინოლი? უჯრედები რეტინოლს (A ვიტამინს) თავისით ვერ წარმოქმნიან, ამიტომაც მისი მიწოდება კანის მოვლის საშუალებებითაა საჭირო. იგი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და მუშაობს ღრმად, უჯრედულ დონეზე. სწორედ ამ გზით უზრუნველყოფს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რის შედეგად ამცირებს უჯრედების დაბერების შანსს და არეგულირებს ცხიმის გამომუშავების პროცესს.

მითითება: წაისვით კრემის მცირე რაოდენობა ყოველ დილით, გაწმენდილ და სრულად მშრალ კანზე. ნაზად შეიზილეთ სანამ სრულად არ შეიწოვება. მოარიდეთ თვალის მიდამოს.

გაფრთხილება: რეტინოიდებს შეუძლიათ კანი უფრო მგრძნობიარე გახადონ ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ, ამიტომაც მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას. კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, არ მოიხმაროთ სხვა რეტინოიდებთან ან სუფთა სახის მჟავებთან ერთად. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს არატოლერანტულობა რომელიმე ნივთიერების მიმართ. არ წაისვათ გაღიზიანებულ კანზე! გაღიზიანების ან ზედმეტი სიწითლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გამოყენება. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. განკუთვნილია მხოლოდ გარე მოხმარებისთვის!

მოცულობა: 50 მლ

BRAND:
REVOX B77
5060565103771
53 
გაყიდვაშია
+
დაამატე სურვილების სიას
მიწოდება
გადახდის არხები
უპირატესობები
  • — გადახდის განსხვავებული არხები
  • — ბრენდების ოფიციალური წარმომადგნელობა
  • — საუკეთესო ფასი
  • — სწრაფი მიწოდების სერვისი
სხვა პროდუქტები
  • ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი
  • პოპულარული პროდუქტები