კერზონის საპონი შექმნილია მთელი ოჯახისთვის, არის ნატურალური, ცოტა გიჟური და ძალიან რბილი. დღეს ჩვენ ვაპირებთ უფრო მეტი გითხრათ იმის შესახებ, თუ რა დგას კერზონის ფორმულირებების უკან.
ყოველდიურად საპნის გამოყენება აუცილებელია. მაგრამ ჩნდება კითხვა მართლა კარგია კანისთვის?
დიახ ! და ჩვენ გეტყვით რატომ.
ცოტა რამ საპნის შესახებ
ანატომია: საპონი არის ბუნებრივი სურფაქტანტი, რომელიც გამოიყენებოდა სხეულის დასაბანად ათასწლეულების განმავლობაში.
მისი პირველი გამოყენება თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4500 წლით, მესოპოტამიაში. ეს პრიმიტიული ვერსია დამზადებული იყო ცხიმისა და სამკურნალო კალიუმის კარბონატისგან. სხვა ხალხები მოგვიანებით მიაწერენ მას ესთეტიკურ სარგებლიანობას. დღეს მას აქვს ჰიდროფილური (რომელიც შთანთქავს წყალს) და ლიპოფილური (რომელიც ინარჩუნებს ცხიმოვან ნივთიერებებს). მისი გამოყენება ხსნის ჰიდროლიპიდურ გარსს, ჩვენს გარე დამცავ ბარიერს.
ეს არის რეცხვის მთავარი პრინციპი!
საპნით დაბანისას წყალი თან ატარებს მინარევებს, მკვდარ კანს და საპნის მოლეკულებს. ხარისხიანი ინგრედიენტებით შექმნილი საპონი ადვილად ჩამორეცხვადია, რის გამოც ეპიდერმისის ბუნებრივი ბუფერული ძალა არ იცვლება. შედეგად კანს შეუძლია თავად შეასწოროს pH და აღადგინოს თავისი დამცავი ბარიერი.
ნატურაური შემადგნელობა
კერზონის ნატურალური საპნები არსებობს ორი ფორმით: გელის ტექსტურის და მყარი ბარი.
თანამედროვე და პრაქტიკული, ორივე არის წინაპრების წარმოების მეთოდის შედეგი. დამზადებულია პროვანსში დაბალ ტემპერატურაზე, ქოქოსის და ზეითუნის ზეთისგან, ის ინარჩუნებს ამ მცენარეული ინგრედიენტების ყველა სასარგებლო თვისებას.
97-დან 98%-მდე ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები
ბედნიერების ფორმულა
საიდუმლო არ არის, რომ პროდუქტის ფორმულა პრიორიტეტულია! კერზონისთვის ეს არის სუფთა ნედლეული, დამოწმებული ორგანული კოსმეტიკური საშუალებებით, დამზადებულია საფრანგეთში, არის ძალიან ეფექტური და იცავს კანს. გარემოზე დაბალი ზემოქმედებით, ბიოდეგრადირებადი და ჯანსაღი აქტიური ინგრედიენტებით გამდიდრებული, მარტივიფორმულა ზუსტად სასურველ შედეგს იძლევა.
საპნის ბიოდეგრადირებადი ფორმულა, რომლის 98%-ზე მეტი შედგება ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან ,მარტივად შეგიძლიათ დაიტანოთ და მარტივადვე ჩამოირეცხოთ, რაც ასევე იდეალურია წყლის მოხმარების შესამცირებლად! მისი ბოთლი 100% გადამუშავებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.
და აქვს თუ არა ქაფი ?
სანახაობრივად ქაფი სასიამოვნო და სახალისოა, მაგრამ ამ პატარა ჰაერის ბუშტებს არ აქვთ რაიმე სარგებელი კანისთვის. უფრო მეტიც, ისინი ხშირად დაკავშირებულია სულფატური ნაერთების არსებობასთან... ყველა გამაღიზიანებელი ინგრედიენტი, როგორიცაა სოდიუმისა და ლაურელ სულფატები - ამ აგრესიულ სურფაქტანტებს არ აქვთ რაიმე სარგებელი თქვენი კანისთვის და, შესაბამისად, არ გამოიყენება კერზონის ფორმულებში.
ზუსტად ასეთივე ეფექტურია კერზონის თხევადი საპონი, რომელსაც გამოყენებისას მოაქვს სიამოვნება და განგაცდევინებთ ნამდვილი ბედნიერების წუთებს...